რეზონანსი
02.11.2018

 ქედაში დატრიალებული ენითაუწერელი ტრაგედიის დეტალებს ავტოკატასტროფისას გარდაცვლილი პატარძლის ბიძაშვილი, ემზარ ჯუმუშაძე იხსენებს:

"ვიცი, რომ სიძე-პატარძლის მანქანა იმ დონეზე მოცურდა, რომ ერთხანს კატასტროფული სიჩქარით იტრიალა, რის შემდეგაც ბორდიურს შეეჯახა, ამ დარტყმის ძალით კი გზაზე დამონტაჟებულ რომელიღაც მილს. მანქანა ისე დაილეწა, მისი ცნობა აღარც შეიძლება. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, ორი ადამიანის, ორი ახალგაზრდას სიცოცხლე დასრულდა. მათ შორის 15 წლის ბავშვის…"

პატარძალთა ერთად გარდაიცვალა 15 წლის ლუკა წულუკიძეც. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, სიძე-პატარძლის მანქანის ავტოკატასტროფაში მოხვედრისას მაყრიონში იყო ლუკას დედ-მამის მანქანაც:

"ისეთი რამ მოხდა, ჩვენი სოფელი ალბათ კარგა ხანს ვერ მოვა გონზე. ლუკას მშობლები საოცარი ხალხია - მთელი ჩვენი სოფლის იმედი და განმკითხავი. ცოლ-ქმარი ტბეთის სკოლაში მუშაობდა და შვილებით ხარობდა. ლუკას გარდა, კიდევ უმცროსი გოგონა ჰყავთ. ლუკას ყველას მოფერება და მოსიყვარულება უყვარდა,  იმიტომაც აღმოჩნდა ალბათ სიძე-პატარძლის მანქანაში ქორწილის დღეს, რადგან ბიძამისზე გიჟდებოდა და მის გვერდით ყოფნა უნდოდა. თურმე ქორწილამდე ერთი კვირის განმავლობაში სიხარულისგან დაფრინავდა, - ახლა ბიძაჩემის ქორწილში წავალ და სულ მათთან დავრჩებიო…"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×