რეზონანსი
02.11.2018

30 ოქ­ტომ­ბერს წე­რეთ­ლის N91-ში მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გააოცა. კორ­პუ­სის მე-15 სარ­თუ­ლი­დან 25 წლის მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც სრულიად უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. ექი­მე­ბის თქმით, პა­ცი­ენტს სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი და­ჟე­ჟი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბოდა. შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სა და რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­წე­რეს. 

 რო­გორც იმა­ვე კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, მა­მა­კა­ცი მათ კორ­პუს­ში არ ცხოვ­რობს. ის პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია და ინ­ცი­დენ­ტის დროს მას თან ჰქონ­და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და სა­ხა­ზა­ვი.

"შემ­თხვე­ვის დროს ეზო­ში ვი­ყა­ვი. არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ხმა გა­ვი­გო­ნე. 50 მეტ­რის მო­შო­რე­ბით ვი­დე­ქი. თავ­და­პირ­ვე­ლად მა­მა­კა­ცი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. გონს რომ მო­ვი­და, თა­ვი­სი ფე­ხით ამო­ვი­და "გა­რა­ჟი­დან", ჩაჯ­და ტაქ­ს­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­ვი­და", - ამბობს თვითმხილველი "ამბებთან".

 გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ავ­ტო­ფა­რეხ­ში არ­სე­ბულ­მა "პუ­ფებ­მა" გა­და­არ­ჩი­ნა, თუმ­ცა მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებ­ზე და­ე­ცა, რო­მე­ლიც "პუ­ფებ­თან" ერ­თად ავ­ტო­ფა­რეხ­ში ინა­ხე­ბო­და. მა­მა­კა­ცის ვარ­დნის სიჩ­ქა­რე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თუ­ნუ­ქის ფირ­ფი­ტებ­მა შე­ა­ნე­ლა, რომ­ლი­თაც ავ­ტო­ფა­რე­ხი იყო გა­და­ხუ­რუ­ლი.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ამ ის­ტო­რი­ა­ში ის არის, რომ მა­მა­კაც­მა გად­მო­ვარ­დნის დროს ფო­ტო­ა­პა­რა­ტი და­კარ­გა და ამ ფაქტს ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, ავ­ტო­ფა­რე­ხის მე­პატ­რო­ნე კი გა­დარ­ჩე­ნი­ლის­გან სა­ხუ­რა­ვის შე­კე­თე­ბას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×