რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) "აქ ჩვენ ტომი ხომ არა ვართ, რომ ბელადი გვჭირდებოდეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას "მეტრონომი" ავრცელებს.

მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებში ბიძინა ივანიშვილი დამნაშავე არ არის.

"აქ ჩვენ ტომი ხომ არა ვართ, რომ ბელადი გვჭირდებოდეს, ანდა რაღაც ფარა ვართ და მწყემსი. ჩვენ საკუთარი სახელი და გვარები გვაქვს, ცხოვრება და ისტორია. ეგება და მე ვერ ვაკეთებ კარგად საქმეს, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი. ბოლო და ბოლოს მეორე ტურია, რა არის რო", - აცხადებს დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×