რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) ქუთაისში მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მეორე საჯარო სკოლაში წელს ჭერი მესამედ ჩამოინგრა.

ივლისში ჭერის ჩამონგრევის შემდეგ მდგომარეობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა. დასკვნით, სკოლის ნაწილში არსებული მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას მოითხოვდა.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ პროექტი მზად იყო და რეაბილიტაცია მოხდებოდა.

სკოლაში რეაბილიტაცია 2017 წელს ჩატარდა. სამუშაოები კომპანიამ "თაგი" 700 000 ლარად შეასრულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×