რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემმთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა შეეხება 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ეს ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება ასახული.

"სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები. აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. დარწმუნებული ვარ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×