რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) ტყიბულის მუნიციპალიტეტში, „საქნახშირჯი-აი-ჯის" დაქვემდებარებაში არსებულ შახტებში, მეშახტეები გაიფიცნენ. ინფომაცია "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

ხელფასების გაზრდა, სამუშაოები პირობების გაუმჯობესება და შრომითი ხელშეკრულების შესრულება - ეს ის მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც გაფიცილები ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იმყოფებიან.

პროფკავშირების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ 15-მდე ადამიანი შახტაში დარჩა და მიწისქვეშა პროტესტს აცხადებენ.

მისივე ინფორმაციით, ორშაბათიდან გერმანული კომპანია აპირებს ტყიბულში კვლევის ჩასატარებლად ჩასვლას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×