რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ელექტრო სიგარეტების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

ადგილზე საპტრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულნი.

სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული აქვთ და საგამოძიებო ორგანოები სამუშაოებს ატარებენ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ობიექტი რამდენიმე თვის წინაც გაქურდეს, მაშინ ითქვა, რომ დანაშაული არასრულწლოვანებმა ჩაიდინეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×