რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, ამის შესახებ კობახიძემ საპატრიარქოში პატრიარქთან და საულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საპატრიარქოში დღეს ირაკლი კობახიძესთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×