რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) სასწრაფო წესით მოხდება შეცდომებზე რეაგირება და მერწმუნეთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაცილებით უკეთეს შედეგს დავდებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა, შეცდომები იყო და ამ შეცდომების გაანალიზების პროცესი მიმდინარეობს. შეცდომებზე სწავლობს ადამიანი და ჩვენც უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დეპუტატმა ასევე სვანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სვანეთს ძალიან მწარედ ახსოვს წინა ხელისუფლების 9 წელი".

„სვანეთში 57%-მდე მივიღეთ, არც გამკვირვებია. პირიქით, გამიკვირდა, რომ მარტო 57% მივიღეთ, მე უფრო მეტს ველოდებოდი, რადგან სვანეთს ძალიან მწარედ გვახსოვს ის 9 წელი, რომელიც თურმე არ უნდა გავიხსენოთ. მე თქვენ შეგეკითხებით, შაჰ -აბასი დავივიწყოთ? რამდენიმე საუკუნის წინ იყო, მაგრამ ხომ გვახსოვს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×