რეზონანსი
02.11.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი იკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში დღეს მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრები იმართება, რომელზეც რეგიონებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

შეხვედრები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტიის სტრატეგიას უკავშირდება.

„ვაგრძელებთ იმ სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მუშაობას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დავისახეთ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, სრული მობილიზებაა საჭირო. მივიღეთ გზავნილი ჩვენი საზოგადოებისგან, ნათლად ვაცნობიერებთ, რომ არის დაშვებული შეცდომები და ისინი გამოსასწორებელია. ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიხვდება, რომ ეს პროცესი ამ დღეებში დაიწყება", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

არსებული ცნობით, მმართელი გუნდის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შტაბს ქვეყნის მასშტაბით ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თბილისის შტაბს კი კახი კალაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×