რეზონანსი
02.11.2018

 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილს 1 897 309 ლარის ვალი აქვს.  დეკლარაციის თანახმად, რომელიც 17-28 ოქტომბრის პერიოდს ასახავს, აღნიშნულია, რომ „ბანკი ქართუს“ გარდა, ზურაბიშვილს იმ მომღერლების ვალი აქვს, რომლებმაც სპორტის სასახლეში საპრეზიდენტო კანდიდატის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე იმღერეს.

მომღერლების ჰონორარი 142,90 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. ღონისძიების რეჟისორს, ბაკურ ბაკურაძეს, რომელმაც მუსიკალური პროგრამის რეჟისურა გააკეთა, ზურაბიშვილისგან 1000 ლარი ეკუთვნის.

გარდა ამისა, ზურაბიშვილს „ალფა სტუდიოსთვის“ 113 175 ლარი აქვს გადასახდელი.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ზურაბიშვილმა საიმიჯო კლიპის დამზადება ორ კომპანიას დაუკვეთა, რომელთაც ჯამში 73 335 ლარი უნდა გადაუხადოს. შპს „ლიმონს“ - 33335 ლარი, ხოლო შპს „აისბრეიქერს“ – 40 000 ლარი.

დეკლარაციიდან ასევე ირკვევა, რომ ღონისძიებაზე ფეიერვერკის გაშვებისთვის ზურაბიშვილმა შპს „შოუმენს“ 2700 ლარი უნდა გადაუხადოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×