რეზონანსი
02.11.2018

 “ტაბულას” დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის არჩევანმა, სიჯიუტემ და უტიფრობამ გააცოცხლა მიხეილ სააკაშვილი.

"ამ ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილი უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია. მე ვხედავ რომ ის სუსტდება და 2020-ში ძალინ დიდი ალბათობით  მას გამოვემშვიდობებით. ვხედავთ, რომ საზოგადოების  დიდმა ნაწილმა, უარი უთხრა მის კანდიდატს.

ძალიან არ მომწონს გრიგოლ ვაშაძე, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილი უფრო არ მომწონს. გარეგნობით კი არ ვამბობ, ეგრე გარეგნობით სალომე ზურაბიშვილი მირჩევნია ნამდვილად… ქვეყნის ინტერესებიდან უნდა შევაფასო, გარკვეულწილად უნდა გადავახტე ჩემს თავს და მოვხაზო ხუთიანი.

ვაშაძეს აქვს ნათქვამი, რუსული კულტურის კაცი ვარო და მისი პრეზიდენტობა საშინლად არ მინდა, მაგრამ მისი ეს სიტყვები ჩვენს უსაფრთხოებას ზიანს ვერ მიაყენებს, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი სიტყვები კი, ზიანებს მიაყენებს”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×