რეზონანსი
02.11.2018

 ქედაში გარდაცვლილი 6 წლის ბავშვის მამიდა დარიკო გორგილაძე ამბობს, რპმ გამდიდრების გულისთვის ერთადერთი  ანგელოზივით ძმისშვილი მოუკლეს, ამიტომ კარიერმა მუშაობა არ უნდა გააგრძელოს, უნდა მოისპონ.

ქედაში კარიერზე მომხდარ აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვეპლა. შსს-მ ამ საქმეზე 3 თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძების წინასწარი ინფორმაციით, შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს.

მოზარდს ქვა თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. აფეთქებას ძლიერი ბიძგებიც მოჰყვა, რამაც საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

"ბავშვი ეზოში იჯდა, შიშის გამო გაქცეულა და ჭიშკართან დაწევია ქვა", – ამბობს მეზობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×