სოფელ მატანში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. გაძარცვულია ათამდე სასაფლაო და წაღებულია ეკლესიის ზარი, ბრინჯაოს, ალუმინის და რკინის ნაკეთობები. სოფლის ერთ-ერთი მცხოვრებს სასაფლაოზე მისულს ბრინჯაოს ბიუსტი აღარ დახვდა. ვინ მოიპარა არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ადგილობრივების გაკეთებულია.
ბრინჯაოს ბიუსტის გარდა წაღებულია რკინის ჯაჭვები, ალუმინის ორნამენტები და სასაფლაოს მოსაპირკეთებელი ისეთი ფრაგმენტები, რომელიც შეიძლება ფასეული იყოს.
სოფელ მატნის მცხოვრებლები ყვებიან, რომ ქურდობის შემთხვევები ბოლო სამი კვირაა შენიშნეს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ, რადგან დამნაშავის დასჯის იმედი მაინც არ აქვთ.
ადგილობრივების ვარაუდით, ეს ერთი ადამიანის გაკეთებული არ არის და საფლავები რამდენიმე პირმა გაძარცვა.
სხვა საფლავებიც რომ არ გაიძარცვოს უკვე ერთი კვირაა მატნელები სოფლის სასაფლაოს რიგ-რიგობით დარაჯობენ და იცავენ გარდაცვლილი ოჯახის წევრების საფლავებს.