
ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველის განაცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება დიდია, თუმცა მმართველმა პარტიამ არ გამოიძია ის საქმეები, რის პირობასაც ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში დებდა. „ქართული ოცნების“ მთავარი შეცდომა კი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია იყო.
„ამ ხელისუფლებას აქვს შეცდომები და იმ ხელისუფლებას აქვს გამოუსწორებელი დანაშაულები. ამ ორში განსხვავება იცით რა არის? შეცდომის გამოსწორება შეიძლება, ნეტა ჩემს უბედურებაშიც შეცდომა იყოს, მაგრამ საუბედუროდ დანაშაულის გამოსწორება არ შეიძლება. დანაშაულზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.
იმ ბიჭების სურათები ისევ გვიყურებენ, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში ყოფნის დროს ხელში ეჭირა, თუმცა დღემდე გამუძიებელია, ასე არ უნდა მომხდარიყო. ეს არის კოჰაბიტაცია და საზოგადოებაც არ უნდა გავჩერებულიყავით. არ შეიძლება, როცა ამხელა სისტემურ დანაშაულებთან გვაქვს საქმე და ისეთი დამნაშავეები, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ყველაფერი ასე შერჩენოდათ და პასუხი არ ეგოთ მათ“, - განაცხადა "360 გრადუსში" მეტრეველმა.