რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდის ყოფილი მერის და მისი მოადგილის დაკავებას ოპოზიცია სამეგრელოში წაგებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს. გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ლაშა გოგიას და გია გულორდავას ბიძინა ივანიშვილმა პირადად შეუთვალა, რომ თუ კი ისინი არჩევნებს ვერ მოიგებდნენ, მათ დააკავებდნენ.

„მაშინ როდესაც გოგია დანიშნა შტაბის უფროსად, ბიძინამ პირადად შემოუთვალათ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა მათი დაპატიმრება, რა თქმა უნდა ცხადია მათ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში დააპატიმრებდნენ თუ კი არჩევნებს წააგებდნენ. რაღაც ენით აუწერელია ეს ამბავი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ იჯერებდა ამას იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ფაქტია თავისთავად მაგრამ დადასტურდა.

"არჩევნები წააგეს და ივანიშვილმა გასცა განკარგულება მათი დაპატიმრების რათა დასაჯოს ისინი, იმიტომ რომ მათ ვერ მოიგეს არჩევნები," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ იგივე ბედს "ქართული ოცნების" შტაბების სხვა ხელმძღვანელები გაიზიარებენ, საუბარია იმ ქალაქებზე სადაც სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დღეს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×