რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) ქედის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულებს შორის ერთი 15 წლამდე ბიჭი, მეორე გარდაცვლილი კი 22 წლის გოგოა, რომელსაც გუშინ ქორწილი ბათუმში ჰქონდა, დღეს კი სოფელში ბრუნდებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად სულ სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი სოფელ დოლოგანში ცენტრალურ გზაზე მილს დაეჯახა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×