რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ბათუმი-ქედას დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დოლოგანში მილს დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 276-ე მუხლის 5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×