რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი ფინანსური დანაშაულისთვის არიან დაკავებული.

სამართალდამცველებმა გია გულორდავა და ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოკითხეს.

სექტემბერში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.

17:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფიგინგი გაიმართება, რომლის თემა სავარუდოდ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავება იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×