რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10-მდე საფლავი გაქურდეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია მონუმენტები და დაზიანებულია საფლავის ქვები. ასევე, მოპარულია ლითონის შემცველი ნაკეთობები, მათ შორის მესრის ჯაჭვები.

მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და საფლავის ტერიტორიაზე დარაჯის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×