რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 17-28 ოქტომბერს, 2 283 653 ლარის შეწირულება მიიღო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილმა 2 183 653 ლარის შეწირულება ფიზიკური პირებისგან, ხოლო 100 000 ლარი იურიდიული პირებისგან მიიღო.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზურაბიშვილს აღნიშნულ პერიოდში 2 267 586 ლარის ხარჯი ჰქონდა.

17-28 ოქტომბრის პერიოდში ზურაბიშვილის რეკლამის ჯამური ხარჯი შეადგენდა 1 850 610 ლარს. აქედან სატელევიზიო რეკლამისთვის დახარჯა 1 168 175 ლარი, ბეჭდური რეკლამის ხარჯი - 42 949 ლარი, ინტერნეტ რეკლამის ხარჯი კი 25 606 ლარი იყო. ამავე პერიოდში გარე რეკლამისთვის დახარჯა 611 766 ლარი; სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის კი - 2 115 ლარი.

ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ზურაბიშვილმა შრომის ანაზღურებისთვის 19 625 ლარი გასცა, ხოლო მივლინებებში 16 786 ლარი დახარჯა.

სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის აღნიშნულ პერიოდში მოხვდნენ დეპუტატებიც. შემომწირველთა სიაშია პარლამენტის თავმდჯომარე კობახიძეც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა.

შემომწირველი დეპუტატების სია კი ასეთია:

ეკა ბესელია 4 000 ლარი;

გივი ჭიჭინაძე - 4 000 ლარი;

გია ვოლსკი- 4 000 ლარი;

ისკო დასენი - 5 000 ლარი;

თეიმურაზ ჭკუასელი - 4 000 ლარი;

ირაკლი მეზურნიშვილი - 4 000 ლარი;

ბექა ოდიშარია- 60 000 ლარი;

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×