რეზონანსი
01.11.2018

ამ ინფორმაციას ინფორმირებული წყარო "2020NEWS“-თან საუბარში ადასტურებს და განმარტავს, რომ მილიონი ლარი, რომელიც ზურაბიშვილმა "ქართუ ბანკისგან" ისესხა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გადასახდელი იქნება. 

"ზურაბიშვილმა ეს პირობა ჯერ კიდევ მაშინ დააყენა, როდესაც "ქართუ ბანკიდან" სესხის აღება მოხდა, მაგრამ ეს ერთადერთი თანხა არ არის, რომელსაც ზურაბიშვილი ითხოვს. როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი, როგორც საფრანგეთის მოქალაქე და ყოფილი დიპლომატი,  გარკვეული რაოდენობის თანხას საფრანგეთის მხრიდანაც იღებს, რაც მოქალაქეობის დათმობის შემთხვევაში, შეუწყდება. ეს თანხა მან ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვა - 10 ათასი ევრო ყოველთვიურად.

მე რამდენადაც ვიცი, ამ მოთხოვნამ ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა, მაგრამ პრინციპით "არ ღირს რამდენიმე ათასის გამო განაწყენება", ზურაბიშვილს თანხმობა უთხრა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სარგოს გარდა, საპრეზიდენტო სტიპენდიასაც მიიღებს ბიძინა ივანიშვილისგან. მოგეხსენებათ, რომ ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან დაახლოებული პირია და მანაც ურჩია, მეგობარი არ გაენაწყენებინა", - აცხადებს წყარო. 

მისივე თქმით,  სალომე ზურაბიშვილისთვის ასეთი საქციელი ჩვეულებრივი საქციელია, რადგან როდესაც ის სააკაშვილის ხელისუფლების დროს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ხელფასს, მისივე მოთხოვნით, საფრანგეთის მთავრობაც უხდიდა და საქართველოს მთავრობაც. 

"მაშინ სააკაშვილიც გაბრაზებულა, მაგრამ ივანიშვილის მსგავსად, ისიც დათანხმებულა ამ მოთხოვნას", - აცხადებს "2020NEWS“-ის წყარო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×