რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას დეპუტატების და პარტიული ლიდერების გარდა, საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე და რეჟისორი გოგა ხაინდრავაც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე თბილისის ხუთი საარჩევნო ოლქის წაგების გამო თბილისის მერმა კახი კალაძემ ივანიშვილისგან მკაცრი საყვედური მიიღო. საყვედურის ადრესატები გახდნენ ის მაჟორიტარებიც, რომელთა რაიონებშიც სალომე ზურაბიშვილმა დაბალი შედეგი აჩვენა. საყვედური მიიღო "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ და პარტიის პარ ჯგუფმა - კვლევებისა და არასწორი პიარ სტრატეგის გამო.

საუბარი ასევე შეეხებოდა მოსალოდენლ ცვლილებებს მთვარობაში. ჩვენი ინფორმაციით უახლოეს მომავალში მთვარობაში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება და შესაძლოა პსოტები ეკონომიკური და ძალოვანი გუნდის მინისტრებმა დატოვონ. ამავე შეხვედრაზე ასევე გავრცელბული ინფორმაციით, გადაწყდა, რომ ზურაბიშვლის შტაბის კოორდინირება კოკა გუნცაძეს ჩაბარდა .

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×