რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძე რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს ეთერში აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უშიშროების სამინისტროს აგენტი იყო.

ამის შესახებ მან რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამა «Новые русские сенсации»-ში საუბრისას განაცხადა.

„საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული ალასანია, მიხეილ სააკაშვილის დედა ჩვენს აგენტად მუშაობდა, ბიძამისი თემურ ალასანიაც, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ასევე საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე"-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტი იყო" - განაცხადა გიორგაძემ.

 

მეტრონომი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×