რეზონანსი
01.11.2018

 (რეზონანსი) თბილისში, „ქართული ოცნების" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.

რამდენიმე წუთის წინ, ოფისთან გოგა ხაინდრავა გამოჩნდა, თუმცა ის ჟურნალისტებს გაექცა და ტერიტორია მალევე დატოვა. მოგვიანებით კი „ქართული ოცნების" ოფისის ავტოფარეხში საკუთარი ავტომობილით შევიდა. უცნობია, ხაინდრავა ესწრება თუ არა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრას.

შეხვედრას ესწრება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×