რეზონანსი
01.11.2018

 წუხელ რუსთავში ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიწვა 1000 კვ/მ ფართობი. ქარისა და ადვილადაალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება

ადგილზე მუშაობდა 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შევიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა.

მოვაჭრეები რუსთავის ბაზარში ცეცხლის განზრახ გაჩენაზე საუბრობენ. „მანქანამ ჩაიარა და რაღაცა შეაგდესო...“ - აღნიშნავენ მოვაჭრეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×