რეზონანსი
31.10.2018

 საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური გადაიარაღებისთვის 45 მილიონ ლარის ოდენობის სესხს იღებს. მაუწყებელმა თანხმობა სამეურვეო საბჭოსგან უკვე მიიღო.  ბანკიდან აღებული სესხი კი ექვსი წლის განმავლობაში დაიფარება. 

სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთი მსხილაძის თქმით, რიგი ღონისძიებების გაშუქების დროს მაუწყებელს ტექნიკის ქირაობა უწევდა, რაშიც რამდენიმე მილიონი იხარჯებოდა. 

on.ge-ს კითხვაზე, 45-მილიონიანი სესხის პირობებში, როგორ ააშენებს მაუწყებელი დაანონსებულ ახალ შენობას, მსხილაძე პასუხობს, რომ ხარჯი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული მიწის ფართის გაყიდვით დაიფარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×