რეზონანსი
31.10.2018

 სოფელ დოლოგანში ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამის შესახებ ქედის მერის მოადგილემ როლანდ ბერიძემ განაცხადა. სამართალდამცველები ამ წუთებში სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. ჰქონდა თუ არა კომპანიას სამუშაოების წარმოების ლიცენზია, ქედის მერიაში არ იციან. უწყებისთვის უცნობია, რომელი კომპანია ასრულებდა სამუშაოებს.

"ვინც აფეთქებდა, ისინი მიიმალნენ. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები არ ვიცით ვინ არიან... ამ დროისთვის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. ბავშვი ბიძასთან იყო სტუმრად და ეზოში თამაშობდა, როცა ქვა მოხვდა", - განაცხადა ქედის მერმა როლანდ ბერიძემ.

მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×