რეზონანსი
31.10.2018

 (რეზონანსი) სომხეთის ქალაქ ეჩმიაძინში ადამიანების ჯგუფმა, რომელიც სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადადგომას ითხოვს, მისი კანცელარიის შენობაში შეჭრა სცადა. ამის შესახებ „ტასს" სომხეთის პოლიციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ეჩმიაძინის ტერიტორიაზე მომსახურე სამართალდამცველებმა დემონსტრანტები კანცელარიის შენობაში არ შეუშვეს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში დემონსტრანტები კანცელარიის შენობასთან იმყოფებიან და კათოლიკოსის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ.

კათოლიკოს გარეგინ II-ის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2018 წლის ივნისში დაიწყო. მომიტინგეები აცხადებენ, რომ კათოლიკოსი საეკლესიო რეფორმების გატარებას აფერხებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო საეკლესიო საქმეებში ვერ ჩაერევა და მომიტინგეების მოთხოვნების შეფასებაზე უარი განაცხადა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×