რეზონანსი
31.10.2018

 (რეზონანსი) უმრავლესობის დეპუტატმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი სამხარაძემ, პოსტი, სადაც "ნაციონალებს" მანიაკები უწოდა და "კბილების ჩამოლეწვით" ემუქრებოდა, "ფეისბუქიდან" წაშალა.

 სამხარაძის ამ განცხადებას დღეს მისი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ სამხარაძემ პოლიტიკური კბილების ჩალეწვა იგულისხმა.

"სამხარაძის მუქარა კარგად წერია მე მგონი ხო, კანონის ფარგლებში და კარგით რა, ვის როგორი მხატვრული ენა აქვს ... კბილები შეიძლება იყოს პოლიტიკური კბილები. შეიძლება იყოს კანონის დაცვით კბილების ჩამოღება აბა რას უნდა ნიშნავდეს ცოტა ახლა ანეკდოტურ იმაში ნუ გადავალთ რა და ბატონი გედის იმასაც ძალიან გთხოვთ ზუსტად კომენტარი თქვით, რომ "ამან შეიძლება დასაბამი მისცეს სამოქალაქო ომის სცენარსო" და არა თვითონ სამოქალაქო ომს,"-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×