რეზონანსი
31.10.2018

 (რეზონანსი) "ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნოდ რამდენიმე მსხვილი შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის მოხვდნენ დეპუტატები, შემომწირველთა სიაშია პარლამენტის თავმდჯომარე კობახიძეც, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 10 000 ლარი შესწირა.

შემომწირველი დეპუტატების სია კი ასეთია:

ეკა ბესელია 4 000 ლარი;

გივი ჭიჭინაძე - 4 000 ლარი;

გია ვოლსკი- 4 000 ლარი;

ისკო დასენი - 5 000 ლარი;

თეიმურაზ ჭკუასელი - 4 000 ლარი;

ირაკლი მეზურნიშვილი - 4 000 ლარი;

ბექა ოდიშარია- 60 000 ლარი;

შემომწირველთა შორისაა ირაკლი ტრიპოლსკი - 4 000 ლარით.

22 -დან 25 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში "ოცნების" კანდიდატს 60 000-60 000 ლარი შეწირეს - კონსტანტინე კაპანაძემ, ილია შონიამ, ვაჟა უსანეთაშვილმა, თენგიზ გავაშელმა, გიორგი გაგუამ, ზურაბ ჩხაიძემ, მაია გუდავაძემ და ივანე ბაქრაძემ, ხოლო 55 000 - 55 000 ლარი - ნიაზ ფხაკაძემ და გიორგი მშვილდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×