რეზონანსი
31.10.2018

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები სპორტსმენი, 20 წლის ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაშას მატჩის მიმდინარეობისას გული გაუჩერდა და ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

"2018 წლის 30 ოქტომბერი,რამდენიმე წუთის წინ გამოვედი მეცხრე საავადმყოფოდან, ლაშა აღარ გვყავს,ეს თქვენს ფეისბუკგვერდზე ჩემი სამძიმარი და გულისტკივილია,მშვიდობით უკეთილშობილესო და ღირსეულო ვაჟკაცო,რა ძნელია შენი უბედური მშობლების ნუგეში, რა ძნელია, რომ შენს ლამაზ ღიმილს და სითბოს ვეღარ ვიხილავთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. მშვიდობით შვილო" - წერს სერგო ვარდოსანიძე ლაშას ფეისბუქ გვერდზე ატვირთული ფოტოს კომენტარში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×