რეზონანსი
31.10.2018

 (რეზონანსი) საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველი პარტია რადიკალურ ცვლილებებს ანონსებს თ ცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად თ რა არის ეს ცვლილებები. ამ დროისთვის ერთადერთი ცვლილება შესაძლოა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა იყო - კანონპროექტის რომლის მთავარი მხარდამჭერი ყოფილი პრემიერი და ოცნების თავმჯდომარე ივანიშვილია. ივანიშვილთან ერთად კანაფის კულტივაციას აქტიურად უჭერდა მხარს პრემიერ მინისტრი ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ასევე მთავრობის სხვა წევრები.

საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი და ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ კანონპროექტის "საინფორმაციო კამპანიის სათავეში იქნებოდა".

კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის გარდა, "პირველი რადიოს" ინფორმაციით, შესაძლოა რადიკალურ ცვლილებებში სამთავრობო ცვლილებები განიხილებოდეს. არსებული არაოფიციალური ინფორმაციით შესაძლოა მეორე ტურამდე მთავრობაში ცვლილებები განხორციელდეს და პოსტები დატოვონ ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა. ასევე ცვლილება შეეხოს მთვარობის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელს. განიხილება რამდენიმე გუბერნატორის ცვლილებაც. ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული ფაქტების გამოაშკარავებაზე და შესაძლო დაკავებებზე.

ამასთან მეორე ტურამდე დარჩენილ დროში საუბარია აგრესიულ პიარ კამპანიაზე. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეებზე ახალი ფაქტების გამოვლენაზე და "სამართლიანობის აღდგენის" კამპანიის გააქტიურებაზე, წართმეული ქონების დაბრუნებაზე და სასამართლოში არსებული ბიზნესდავებისმომჩივანების სასარგებლოდ დასრულებაზე.

სახელისუფლებო პიარ ჯგუფში ასევე მუშავდება გეგმა, როგორ შეიძლება მმართველმა გუნდა ურთიერთობა დაალაგოს საპატრიარქოსთან - ამ მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის შესაძლო გაწვევაა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×