რეზონანსი
31.10.2018

 “გირჩი”-ს წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ის ხმის მისაცემად მისვლას არ აპირებს. განსაკუთრებით უპირისპირდება ვაშძეს და ნაციონალურ მოძრაობას;

"მე პირადად იგაო ხვიჩია არ მივდივარ არჩევნებზე საერთოდ. არც ერთ კანდიდატს, რომელიც ახლა დარჩენილია, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მე ხმა მიმეცა. 

სალომე ზურაბიშვილი არ არის ის, ვისაც ჩემს კითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა, მაგალითად როგორი იქნება ამ ქვეყანაში სისტემა, ფარცხალაძისნაირი ადამიანები კიდევ ივლიან ქუჩაში?

რაც შეეხება ოპოზიციონერ კანდიდატს, მე ზოგადად ყველაფერი მახსოვს, არანაირი გარანტია არ მოუცია ჩემთვის, რომ რაც იყო 2012 წლამდე არ განმეორდება.

პედოფილებს რომ ეძახიან ადამიანებს, რომელთა კატეგორიასაც მე განვეკუთვნები, რისთვისაც სასამართლოში ვიბრძოდი, როგორ უნდა მივცე ხმა, არ ვიცი. პირად წყენას გვერდზე გადავდები, ვიცი, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ისტერია წინასაარჩევნოდ მოაწყვეს, მაგრამ რა არ მოგვწონდა სააკაშვილის, რითი შეიცვალა ის კაცი იქიდან რომ გველაპარაკება, ვინმეს გვესმის? მე არ მესმის”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×