ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ის საპროტესტო აქციის გამართვას აგრძელებს. მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წყობიდან გამოჰყავთ.
“ამ კარვების გამო 4-7 წლამდე პატიმრობა მემუქრება. წყობიდან გამოვყავარ საპატრულოს თანამშრომლებს. აქცია გრძელდება. იმედია, მოსამართლეც მოგვცემს საშუალებას, რომ კარვები გავშალოთ. რა უნდათ ვეღარ ვხვდები, მაქვს უფლება კარვები გავშალო, რატომ მიკრძალავენ?" - განაცხადა სარალიძემ.
პოლიციელზე თავდასხმის გამო სარალიძე 26 ოქტომბერს, დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს 28 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურამ, ბრალის წარდგენის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა.