რეზონანსი
30.10.2018

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ვიდეოჩართვაში თქვა, რომ 

სალომემ ზურაბიშვილმა გუშინ მოსთხოვა ივანიშვილს გაეგრძლებინა კენჭისყრა, რადგან საფრანგეთში უზრუნველყოფილი სიბერისთვის ფული უნდა. 

"მას საფრანგეთის მოქალაქეობა ჯერ არ დაუტოვებია. უფრო სწორად შეიტანა, მაგრამ დატოვება ხდება წლის ბოლოს. რა თქმა უნდა ვერნაირად ვერ გავა,  უკან წავა, აიღებს საფრანგეთის პასპორტს და იცხოვრებს საფრანგეთში, როგორც პენსიონერი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსმენელის კითხვაზე,  როგორ იქნება საქმე, თუ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს? საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა: “ზურაბიშვილის მეორე ტურში გამარჯვება კი არა, იხვის ტოლმა… ახლა მთავარი ჩვენ ვიყოთ მობილიზებულები”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×