რეზონანსი
30.10.2018

 მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურისთვის ბრძოლას განაგრძობს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი, ვინც ხმა მომცა, ვინც ბოლო სამი თვე ასე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში. ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, მაგრამ პირველ ტურში პიერველი ადგილი არის გამარჯვება, ყველაფრის მიუხედავად, ყველა იმ ხერხის და მეთოდის გამოყენებით, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას. 

"რუსთავი 2" ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. კი, მაგრამ  რატომ? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა! მე მგონი არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ მჯერა თქვენი. დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ, მე მჯერა თქვენი, მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×