რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" წევრები არ გამორიცხავენ, რომ ახალქალაქში თავად ოპოზიცია დასხმოდა თავს მმართველი გუნდის მხარდამჭერებს. სოფო კილაძისთვის ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელია და იმედოვნებს, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში დაადგენს ჭეშმარიტებას გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„ჩვენ აქ კითხვის ნიშნები უნდა დავსვათ - ვინ ვის დაესხა თავს. ჩემთვის არ არის არგუმენტი ოპოზიციის განცხადება, რომ რასაც იტყვიან, მაინც და მაინც, ეს ასე უნდა იყოს. ამ ფაქტზე გამოძიება არის აღძრული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიებს შესაბამისი სტრუქტურები და დაგება ობიექტური ჭეშმარიტება - ვინ ვის დაესხა თავს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პირიქით ყოფილიყო, ოპოზიცია დასხმოდა თავს ქართულ ოცნებას," - განაცხადა კილაძემ.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ოპ;ოზიციას შეეცდება "უამრავი პროვოკაცია ჩაატაროს"

„ახლა შეეცდებიან, უამრავი პროვოკაცია ჩაატარონ, ახალი და ახალი მეთოდები იხმარონ იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგებმა მათ მისცა პოლიტიკური რიხი, რომლითაც ახლა შეეცდებიან, გაამყარონ წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ისინი არიან ნათელი ძალა, რაც ჩემთვის საერთოდ პოლიტიკური ცინიზმის მწვერვალია," - აცხადებს აკაკი ზოიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქში, „ძალა ერთობაშიას" წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×