რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და არსებობს.

მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა პარტია საკუთარ კანდიდატს თუ წარადგენდა.

"უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენი პარტიის სტრუქტურებიდან და წიაღიდან გამოსული ადამიანი ყოფილიყო კანდიდატი, თუმცა, საბოლოოდ მიიღო პარტიამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კანდიდატი არ დაგვეყენებინა და დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მიგვეცა ხმა. ფაქტი არის, რომ შედეგი მეტყველებს იმაზე, რაც ბუნებრივიც არის, რომ ყოფილიყო პარტიის წარმომადგენელი, უფრო მეტი იქნებოდა შედეგი და დამაჯარებელიც, ის თუ ახლა არის აზრთა სხვადასხვაობა, იყო და ახლაც არის, მაგრამ ამას დაპირისპირება არ გამოუწვევია", - განაცხადა კახა კუჭავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×