რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) პოლონეთის ქალაქ ლოძის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა საქართველოს 39 წლის მოქალაქე მამუკა ხეცურიანზე, რომელიც დაკავშირებულია 28 წლის პაულინა დ-ს გაუპატიურებასა და მკვლელობასთან. მასზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარითაა გამოცხადებული. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

პოლონური მედიის ინფორმაციით, ხეცურიანმა ქალი მიიყვანა საერთო საცხოვრებელში სადაც მშენებლობაზე მომუშავე უცხოელები ცხოვრობდნენ. სამართალდამცავების მონაცემებით ქალი ცემით მოკლეს და დამნაშავეები სექსუალური მოტივით მოქმედებდნენ. სიკვდილის მიზეზი კისერში მახვილი საგნის, სავარაუდოდ დანის დარტყმა გახდა. ქალის მკვლელობის შემდეგ, მისი ცხედარი დაანაწევრეს და ტყეში გადამალეს. გვამის აღმოჩენა 5 დღის შემდეგ მოხერხდა, ქალის ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგად დაადგინეს. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: საქართველოს და ბელორუსის მოქალაქეები.

 პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, წარმოშობით ქუთაისელმა მამუკა ხეცურიანმა ქალაქი ლოძი 20 ოქტომბერს დატოვა და 21 ოქტომბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, ამჟამად კი სავარაუდოდ საქართველოში იმყოფება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×