
ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანის მოხმარების ფაქტების. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა. პარლამენტში მთელი დღეს მარიხუანას მოხმარებაზე რეგულირების საკითხი განიხილებოდა.
კანონპროექტის განხილვას თან ახლდა დისკუსია. დეპუტატებს კითხვები გაუჩნდათ თუ რატომ წესდება მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის სასჯელი.
"გუშინ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მარიხუანაზე მაქვს საუბარი, ისჯებოდა სისხლის სამართლის წესით და დღეს თქვენ არ გინდათ ის, რომ ასეთი საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი, როდესაც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, დავსაჯოთ? იმაზე არ ვსაუბრობ 3 დღის წინ რომ მოიხმარა და დღეს რომ საჭესთან დაჯდა. 2 საათის წინ რომ მოიხმარა და უკაცრავად, ჟარგონი უნდა გამოვიყენო „განგრეულ კაიფშია“ პირი და საჭეს უზის. ერთი წუთით სიტუაცია მთელი სიმწვავით წარმოვიდგინოთ - ესეთი პირი, რომ საჭესთან ზის და მართავს სატრანსპორტო საშუალებას, თქვენ მეუბნებით, რომ გიჩნდებათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ისჯება ეს ყველაფერი სისხლის სამართლის წესით?“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.