რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

"მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე" დაეცა. პაციენტს სხეულის დჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება", - ამბობენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში. „ინტერპრესნიუსთან"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×