რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა მისი შვილის მკვლელობის დეტალებზე, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×