რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშრებით სანქციების გამკაცრება - ინიციატივას იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება ნებისმიერ ადგილას გარდა, საცხოვრებელი სახლისა, ჯარიმით დაისჯება.

„კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება იკრძალება მთელ რიგ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე სხვადასხვა ადგილებში და დაწესებულია შესაბამისი სანქციები. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ისევე როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ," - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×