რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე ბრალდებულ მერაბ მორჩაძის სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდია მოწმის სახით იკითხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისას პროკურატურამ სასამართლოს მთლიანად სხდომების დახურვის შუამდგომლობით მიმართა. მოტივად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ მტკიცებულებებში ფიგურირებენ არასრულწლოვნები.

მერაბ მორჩაძე მოწმეზე კერძოდ, მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, 8 ივნისს დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×