რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) უმრავლესობის დეპუტატის განცხადება, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას მოჰყვება სამოქალაქო ომი, არის დანაშაულის ნიშნების შემცველი, - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გედევან ფოფხაძის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა დიდი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

„უმრავლესობის დეპუტატის განცხადება, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას მოჰყვება სამოქალაქო ომი, არის დანაშაულის ნიშნების შემცველი. მმართველი უმრავლესობა დაუყოვნებლივ უნდა გაემიჯნოს ამ განცხადებას, ხოლო დეპუტატმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამომრჩევლის წინაშე",- განაცხადა გოცირიძემ.

„თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება რეალური ნაბიჯი საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყების თვალსაზრისით", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×