რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) გორში, 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს, ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლით დაუმძიმდა. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მკვლელობის საქმეში ბევრი მტკიცებულება არსებობს და დეტალებს უწყება საზოგადოებას ოდნავ მოგვიანებით გააცნობს.

რაც შეეხება 14 წლის წინ მომხდარ დანაშაულს, რომელიც 11 წლის მოზარდის გატაცებას ეხება და რომელშიც ბრალდებული პირის სახელი ფიგურირებს, შს სამინისტროში ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, უწყებაში გამოძიება დაუწყო.

8 წლის ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს სახლიდან ცეკვის წრეზე შუადღისას გავიდა, მაგრამ დანიშნულ ადგილზე არ მისულა. ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. რამდენიმე საათში ბავშვი მდინარე ლიახვის პირას დაღუპული იპოვა. ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის სახით დაკავებულია 34 წლის იაგო ნებიერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×