რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა იყოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც მასთან კომენტარის ჩაწერას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცდილობდნენ, ზურგი აქცია და განუცხადა, რომ მედიას მაშინ უპასუხებდა, როცა თავად დაიბარებდა.

"ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტებთან მიმართებით უფრო სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა თქვენს მიმართ,"- ამბობს ოხანაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×