რეზონანსი
30.10.2018

 (რეზონანსი) ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ყველაზე წარმატებული მინისტრი გიორგი გახარიაა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებშიც კი სიმპათიებს იმსახურებს.

"ვხედავ ორ მინისტრს, რომელსაც რაიმე ტიპის წონა აქვს, არ დავასახელებ რომელს ვგულისხმობს ყველა ვისაც აინტერესებს რომელ ორს ვგულისხმობ თავად მიხვდება. ერთი არის გიორგი გახარია და მგონია, რომ გიორგი გახარია არის ერთადერთი იმედი, რაც ოცნებას დარჩა, პირდაპირი გაგებით. ეს არის ერთადერთი ადამიანი ვინც სხვებშიც სიმპათიებს იმსახურებს. მეორე, რაც არ უნდა პარადოქსულად გაიჟღეროს იმიტომ, რომ ის არ არის მაინცდამაინც დიდი სიმპათიის გამომწვევი პიროვნება და არც ჩემში არ იწვევს მაინცდამაინც, მაგრამ ეს არის თეა წულუკიანი", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ "იმედის" ეთერში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×