რეზონანსი
30.10.2018

 ახალი საბანკო რეგულაციები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

სებ-ის განმარტებით, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.

1-ლი ნოემბრიდან ძალაში უნდა შესულიყო რეგულაციები, რომლის თანახმად: იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება, ხოლო ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×